ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის ღრმაწლოვანის ნავსადგურის მშენებლობა იქნება ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც რეგიონში უნდა განხორციელდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,”ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოს” პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც წინა კვირას დაიწყო, რეგიონების გაძლიერება და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ხელის შეწყობა იქნება. ამასთან, სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის ღრმაწლოვანის ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი რეგიონში განხორციელებული ყველაზე დიდი პროექტი იქნება.
“გასულ წელს სამგერელო – ზემო სვანეთის რეგიონს შემოუვიდა 59 მილიონზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია. ეს ინვესტიციები ჩაიდო ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, გადასამუშავებელი საწარმოების, მრეწველობის მშენებლობის, სასტუმროების, სამთო მოპოვებითი მრეწველობის მიმართულებით. ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც რეგიონში უნდა განხორციელდეს, არის ანაკლიის ღრმაწლოვანის ნავსადგურის მშენებლობა. ეს იქნება პორტი, რომლის წლიური გამტარუნარიანობა, ჩვენი ვარაუდით, ას მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რომლებიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ მთელი რეგიონის განვითარებას”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები