“სააკაშვილმა მარგველაშვილს ბოდიში მოუხადა – ექსპრეზიდენტი სასოწარკვეთილია”
როგორც უკრაინის მედიას მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვამ შეატყობინა, სააკაშვილი სასოწარკვეთილია, ვინაიდან მან დიდი ფული დახარჯა, მაგრამ 21 მარტის ანტისამთავრობო მიტინგზე 10 ათასზე მეტი ადამიანის შეგროვება ვერ შეძლო.
„მე ყველანი მილიონერებად გაქციეთ, თქვენ კი მე მიღალატეთ. 50 ათასი კაცის მოყვანას მპირდებოდით. მთელი მსოფლიოს წინაშე შემარცხვინეთ. ჩემი კონფიდენციალური საუბრების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებთან ხვდება. გიგა, იცოდე ყველას შავ დღეში ჩაგაგდებთ! ნუ ფიქრობთ, რომ ძალა არ მეყოფა“, – სააკაშვილი, სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას მიმართავს. როგორც უკრაინულ გამოცემა “სლოვო ნეტ“-ს პეტრო პოროშენკოსთან დაახლოებულმა წყარომ შეატყობინა, საქართველოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და ამჟამინდელი პრეზიდენტი მარგველაშვილი კიევში 22 თებერვალს შეხვდნენ.
სააკაშვილმა თითქოს მარგველაშვილს სთხოვა, მთავრობის გადაყენებაში დახმარება. „გადავაგდოთ ბიჭუნა ღარიბაშვილი და პუტინის ბარიგა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გავანადგურიოთ. ეს არ იქნება 1 -დღიანი აქცია. ჩვენ 50 ათას ადამიანს შევკრებთ, პოროშენკო და იაცენიუკი მე მხარში დამიდგებიან. ისეთი რამე მოხდება, კიევის მაიდანი მონაგონი იქნება“, – ამბობს სააკაშვილი.
ამაზე მარგველაშვილი პასუხიბს, რომ თუ სააკაშვილი ბევრ ადამიანს შეაგროვებს, ის მას მხარს დაუჭერს.
„თუ ბევრი ხალხი გამოვა, მე მხარში დაგიდგებით, უნდა იყოს მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდანაც. ყველა მოქმედება ხალხის სახელით უნდა ხდებოდეს“, – ამბობს მარგველაშვილი უკრაინული გამოცემის ინფორმაციით.
მათივე ცნობით, სააკაშვილმა მარგველაშვილს ბოდიში მოუხადა, რომ თავის დროზე სათანადო ყურადღება არ მიაქცია.
„თქვენ ჩემთვის ყურადღება რომ დაგეთმოთ, მე საქართველოს პრეზიდენტი არ გავხდებოდი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
„სლოვო ნეტ“-ის წყაროს ცნობით, მან ეს საუბარი იმიტომ ჩაიწერა, რომ უკრაინის და საქართველოს გულშემატკივარია და არ სურს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს შეეწიროს.