ლადო სადღობელაშვილი IRI-ის კვლევას ფალსიფიცირებულს უწოდებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ -ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი IRI-ის და NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს.

მისი თქმით, დაუჯერებელია, რომ 21 მარტის აქციის კრახის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 % – იანი მხარდაჭერა ჰქონდეს. „შეგნებული და მიზანმიმართული ზემოქმედება ადამიანის გონებაზე, ყალბი პოლიტიკური ამინდის შექმნის მცდელობა და უკვე მერამდენედ (ბოლო სამი არჩევნები), თუ არა გამძაფრებული სურვილი, ესა თუ ის შიდა და გარე ძალები რამენაირად შეგვიყვანონ შეცდომაში! უნდიობლობა IRI-ისა და NDI-ის! მე ვერავინ დამაჯერებს, რომ 21 მარტის აქციის კრახის შემდეგ „ნაციონალებს“ 14 % აქვთ. ხოლო ალასანიას რუსული კავშირების მხილების შემდეგ – 10%. ვერავინ ეღირსება საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას! უნდობლობა და პროტესტი IRI-ისა და NDI – ის ფალციფიცირებულ კვლევას!!! ცდებით, მეგობრებო, ცდებით! აცდენილები ხართ ქართულ რეალობას! ხელოვნურად ამა თუ იმ პარტიისა თუ პარტიის ლიდერის “გაქაჩვა” არ გამოგივათ!“, – აცხადებს სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები