ეკა ბესელია: პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სჯობს, ტრიბუნა საქმიან ფორმატს დაეთმოს და არა – სანახაობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ანგარიშით გამოსვლას, სჯობს საქმიანი, შინაარსობრივი და თემატური ფორმატი მოჰყვეს და არა სანახაობა.

“პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. ვფიქრობ, აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება შედგება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკეთესია, თუკი იქნება გამოსვლების საქმიანი, შინაარსობრივი და თემატური ფორმატი. უმჯობესი იქნება ეს და არა აქცენტის სანახაობაზე გადატანა. ფორმატთან დაკავშირებით ორშაბათამდე შევთანხმდებით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას პოლიტიკური დებატების ფორმატის გამოყენებას ითხოვს, რასაც არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობა. „ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა, სჯობს, მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეებს დაეთმოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები