მორიგი კომპრომატები სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ
ქუთაისის ციხეში მყოფი პატიმარი ლაშა შავიძე ყოფილ მინისტრსა და მის პრესმდივანს პატიმრების წამებასა და არაადამიანორ მოპყრობაში ამხელს. პატიმარი, რომელიც გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ სატელეფონო ინტერვიუში საუბრობს, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სკანდალურ ინფორმაციას ამხელს. „თქვენ გგონიათ, პატიმრების წამებას მხოლოდ გლდანის მე-8 ციხეში იღებდნენ? ყველა ციხეში ასე ხდებოდა! სხვა ციხეებში მოქმედი ჯალათების ნაწილი დაუსჯელია! სწორედ ამ ჯალათების გულშემატკივრები ცდილობენ ახლა ხელისუფლების ძალადობით დამხობას, რადგან პატიოსანი ადამიანი, თუნდაც მიტინგზე მისვლით არ გახდება ამ საშინელების თანაზიარი, რასაც ნაცები სჩადიოდნენ. უამრავი უდანაშაულო ადამიანი შემთხვევით ან ცილისწამებით ხვდებოდა ციხეში. მახსენდება, როცა გეგუთის დაწესებულებაში კარცერში მყოფი ყველა პატიმარი გამოგვიყვანეს დერეფანში, გაგავაშიშვლეს და ასეთ მდგომარეობაში დაგვამწკრივეს, სიცილით იჭაჭებოდნენ და შიშვლებს გვირტყამდნენ.. ოღონდ ყველაზე უარესი ის იყო, რომ ამას ბაჩო ახალაიას პრესცენტრის უფროსი სალომე მახარაძე იღებდა „პანასონიკის“ ვიდეოკამერით იღებდა და ამ სიცილ-ხარხარში თავადაც მონაწილეობდა! მის გარდა ამ წამებაში მონაწილეობდნენ: ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, კახა მორგოშია, გიგა არჩაია. ამათმა თანაქალაქელებმა, მეზობლებმა და ნათესავებმა, დაე შეიტყონ მათზე და იცოდნენ ამის შესახებ“ – ამბობს ლაშა შავიძე გაზეთ ‘ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
პატიმარი გამოცემასთან ამბობს, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატმა კახა ბუცხრიკიძემ პირადად აწამა. „ნაციონალების ეგიდით თერჯოლის რაიონიდან არჩეული პარლამენტარი კახა ბუცხრიკიძე ცივსისხლიანი ჯალათია. იმ დღეს, როცა სალომე მახარაძე კამერით გვიღებდა, მან პირადად მე ხორცი ამომგლიჯა. ციხეში შავი ფორმით და ხელკეტით დადიოდა და პატიმრებს სცემდა. თამაზ რასოიანი, მეტსახელად „ტაისონი“ მან აწამა კაცი, რომელიც ახლაც ციხეშია და ბრმავდება. როცა გეგუთის კოლონიაში პარლამენტარები ზაზა პაპუაშვილი და გედი ფოფხაძე შემოვიდნენ, მათ ვანახე ბუცხრიკიძის მიერ ნაწამები, ინვალიდის ეტლში მჯდარი სამტრედიელი ვალერი ლეჟავა, მაგრამ დღემდე პასუხი არავის მოუთხოვია“, – ამბობს ლაშა შავიძე.