გურამ ადამაშვილი: ნინო გვენეტაძის პრინციპულობა და მაღალკვალიფიციურობა დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მოსამართლეებისთვის წარდგენას არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი აფასებს. როგორც მან „კვირას“ განუცხადა, გვენეტაძის ამ თანამდებობაზე არჩევა მართლმსაჯულების სისტემაში დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება.
„ვფიქრობ, ნინო გვენეტაძის პიროვნება, მისი პრინციპულობა და მაღალკვალიფიციურობა იმის გარანტი იქნება, რომ სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობის პირების უხეში ჩარევის ის მავნე პრაქტიკა, რასაც წინა ხელისუფლების პერიოდში სისტემატურად ჰქონდა ადგილი, საბოლოოდ მიეცემა დავიწყებას და სასამართლო გახდება პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი და იქნება ობიექტური განაჩენების გამომტანი”, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები