ნინო გვენეტაძე მოსამართლეებს თხოვნით მიმართავს
როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი, პროფესიონალი, ვიბრძოდი დამოუკიდებელი სასამართლოს შესაქმნელად და, ბუნებრივია, ამ ბრძოლას გავაგრძელებ, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მიზანი არის ერთი – საზოგადოების ნდობის დაბრუნება და მართლმსაჯულების სისტემის აშენება. „როდესაც ვიყავი ჩვეულებრივი მოქალაქე, პროფესიონალი, ვიბრძოდი დამოუკიდებელი სასამართლოს შესაქმნელად და, ბუნებრივია, ამ ბრძოლას გავაგრძელებ.
ამიტომ, ვიქნები ყველა იმ მოსამართლის გვერდით, ვისაც დაემუქრება რაიმე ზეწოლა, შეექმნება რაიმე პრობლემა ხელისუფლებისგან, ან მათ მიმართ გაკეთდება არასწორი და არაკორექტური განცხადებები. ამავდროულად, მოსამართლეებს, როგორც კოლეგა, ვთხოვ, თვითკონტროლს და თვითანგარიშგებას საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით, რადგან მიზანი არის ერთი – საზოგადოების ნდობის დაბრუნება და მართლმსაჯულების სისტემის აშენება“,- განაცხადა ნინო გვენეტაძემ. ნინო გვენეტაძე უზენაეს სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს წარადგინა.