კოტე კუბლაშვილი: მოსამართლეები შეუცვლელები არიან

საქართველოს უზენაესი სასამართლოს აწ უკვე ყოფილი თავჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნეს, რომ ნინო გევნეტაძის მიერ მომავალში გატარებული რეფორმები მოსამართლეების გადაყენებას არ უნდა ნიშნავდეს, რადგან მოსამართლეები შეუცვლელები არიან.
“სტაბილურობა, პირველ რიგში, სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები არიან შეუცვლელები. ეს კონსტიტუციური პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ წარმატება იქნება ყველა შემთხვევაში, თუკი ის ხარვეზები, რაც გვაქვს სისტემაში, აღმოიფხვრება და მიღწევები კიდევ უფრო გაძლიერდება, განვითარდება. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა, თუმცა რთულად შესასრულებელი. ის, რომ სასამართლო გვჭირდება ჩვენ – ხალხს და ქვეყანას, არის “ორჯერ ორი ოთხი”. ასე რომ, ნინო გვენეტაძეს ვუსურვებ წარმატებას. ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი შემცველი, ყველასთან იგივე სურვილები მექნებოდა”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები