კუბლაშვილი გვენეტაძეს სასამართლო სისტემაში დარჩენილი ხარვეზების აღმოფხვრას უსურვებს

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე თავის შემცვლელს იმ ხარვეზების აღმოფხვრას უსურვებს, რომელიც სასამართლო სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს. ამის შესახებ კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს შენობაში, ახალი თავმჯდომარის წარდგენის ცერემონიაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. კონსტანტინე კუბლაშვილმა ნინო გვენეტაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„1995 წლიდან, კონსტიტუციის მიღებიდან, 2015 წლის აგვისტოში სრულდება 20 წელი, ამ ახალი საქართველოს დემოკრატიული სისტემისა. ამ პერიოდის განმავლობაში, მთელმა ქვეყანამ და განსაკუთრებით, სასამართლო ხელისუფლებამ გაიარა უზარმაზარი და ურთულესი გზა და მოვედით დღემდე, როდესაც გაცილებით შორს ვარ წასული ევროპული სტანდარტებისკენ მიმავალ გზაზე და მივუახლოვდით იმ წერტილს, რასაც ჰქვია ნამდვილი დამოუკიდებლობა, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. სასამართლომ ამ პერიოდის განმავლობაში მართლაც ურთულესი გზა გამოარა, უამრავი პრობლემა გადალახა“, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პარლამენტმა 20 მარტს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები