სირიის სამხედრო ვერტმფრენმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში კატასტროფა განიცადა. ავარიის მიზეზად ოფიციალური წყაროები ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ.
ლივანის მედიის ცნობით, ვერტმფრენის ეკიპაჟი „ჯებხათ-ან-ნუსრას“ დაჯგუფების „ბოევიკებმა“ ტყვედ აიყვანეს, ეკიპაჟის ერთი წევრი კი მოკლეს.
ვერტმფრენი ქალაქ ალეპოსთან სირიის ჯარის ოპერაციაში მონაწილეობდა, ამ დასახლებულ პუნქტს რამდენიმე ისლამისტური დაჯგუფება აკონტროლებს.