“ნაციონალების” მიტინგზე წასვლას ზოგიერთი რაიონის გამგეობის თანამშრომელიც კი აპირებდა”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ აქვს უტყუარი მტკიცებულებები, ვის რას სთავაზობდნენ აქციაზე წასვლის სანაცვლოდ. დეპუტატი ამის შესახებ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს. “ამის მომსწრე არ ვარ, მაგრამ ეს არის გადამოწმებული ინფორმაცია. 200 ლარს აძლევდნენ ჯგუფის მეთაურს. დანარჩენებს 50-100 ლარამდე უხდიდნენ. ამ მიტინგზე წამოსვლას ზოგიერთი რაიონის გამგეობის თანამშრომელიც კი აპირებდა. მათი ვინაობა ცნობილია. იმედია, აქ მათი ვინაობის დასახელებას არ მომთხოვთ. იმედია, ხელისუფლებისთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება, ყველაფერი ხელისგულზე გამოჩნდა. რაიონებში ნათლად გამოჩნდა, ვინ ხვანცალებდა და ვინ ტკვარცალებდა ნაციონალების გარშემო. ვის ჰქონდა იმედი, რომ 21 მარტს დაამთავრებდნენ ხელისუფლებას”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები