რაზე შეთანხმდნენ სააკაშვილი და ალასანია ბრიუსელში

რაზე შეთანხმდნენ სააკაშვილი და ალასანია ბრიუსელში? – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას შორის გამართული ფარული აუდიენციის შესახებ წერს. როგორც გაზეთი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მოსალაპარაკებლად ბრიუსელში ჩავიდა. “21 მარტს მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალებს“ თავისუფლების მოედანზე ბრიუსელიდან მიმართა.
20 მარტს ირაკლი ალასანია ბრიუსელში გაემგზავრა, როგორც “ქრონიკას“ ინკოგნიტო წყარო ატყობინებს, ირაკლი ალასანია ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილთან მოსალაპარაკებლად წავიდა, რათა დაგეგმონ საკითხები მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ბელგიის დედაქალაქში ხუთი დღით დარჩება, დაუკვირდით, მიშა ზის ბრიუსელში, რომელიც უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, იაცენიუკთან ერთად ეკონომკლასით ჩავიდა და მეორე დღესვე მასთან შესახვედრად გარბის ირაკლი ალასანიაც. სხვათა შორის “თავისუფალი დემოკრატები“, ნებით თუ უნებლიეთ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა გასცა, როცა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა,“ პარლამენტში მთავრობის გადაყენების საკითხში „თავისუფალი დემოკრატებთან“ დაკავშირებით იმედიანად არის განწყობილი, რა შეთანხმებას მიაღწევენ სააკაშვილი და ალასანია ბრიუსელში, ბრძოლის რა მეთოდებზე შეთანხმდებიან 2016 წლის არჩევნებისთვის, ალბათ ისინი ერთმანეთს უფრო ჩაეხუტებიან და ბლოკის სახით გამოვლენ, მაგრამ გამარჯვების რა შანსი აქვთ?-არავითარი მაქსიმუმ 12-20 მანდატს მოიპოვებენ და ამით დაესმება წერტილი მათ ევროპულ არჩევანს“, -წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები