საქართველოს ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ესტუმრა
საქართველოს ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, დღეს ის წეროვანში გაემგზავრება, სადაც დევნილთა დასახლებას მონახულებს, 24 მარტს კი საქართველოს პარლამენტს ეწვევა, სადაც ქართველი კოლეგა დავით უსუფაშვილი მიიღებს. ხვალვე ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის თავმჯდომარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება. ასევე დაგეგმილია გამგზავრება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და ეროვნული საგანძურის დათვალიერება.
ნორვეგიელი სტუმარი ძველ თბილისსაც გაეცნობა. ვიზიტის მესამე დღეს, 25 მარტს ოლემიკ ტომესენი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მცხეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაა გათვალისწინებული. ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვევა, სადაც ოლემიკ ტომესენის საჯარო ლექციას წაიკითხავს. 26 მარტს ნორვეგიელი სტუმარი რუსთავში გაემგზავრება, სადაც ქალთა კოლონიის ბიბლიოთეკას დაათვალიერებს. ნორვეგიის სამეფოს სტორტინგის (პარლამენტის) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი საქართველოს 27 მარტს დატოვებს.