პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს დღეს, 12 სააათზე წარადგენს. წარდგენის შემდეგ, დღესვე ნინო გვენეტაძე მუშაობას შეუდგება. წინასწარი ინფორმაციით, წარდგენას უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი დაესწრება.
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტმა 20 მარტს 88 ხმით, ერთხმად აირჩია, რის შემდეგადაც მან პარლამენტის წინაშე ფიცი დადო. ამით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგში მისი უფლებამოსილება ძალაში შევიდა.
პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატს ხმა არ მისცა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვალა.