ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ მივეცით მოძალადეებს დემონსტრაციის უფლება
ჩვენ მივეცით მოძალადეებს დემონსტრაციის უფლება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გამართული აქციის შესახებ განაცხადა.
როგორც მან გადაცემაში „კვირის 20/30“ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების გადადგომას აბსურდული მიზეზებით ითხოვს.
„მოძალადეებს ჩვენ მივეცით უფლება დემონსტრაციის და ისინი თავხედურად გამოდიოდნენ და აბსურდული მიზეზებით მოუწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას გადადგომას.
ის ხალხი, რაც მოაგროვეს, 5 თუ 7 ათასი, აჩვენეს რომ ცოცხლები არიან. მაგრამ მთავარი რაც გუშინ ჩანდა, არის ჩვენი საზოგადოების ზრდა. მიუხედავად მათი მცდელობისა საზოგადოება სიცრუეში ამყოფონ, გამოჩნდა როგორ გაიზარდა საზოგადოება“, – განაცხადა ივანიშვილმა.