გურამ ადამაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს სრული კრახი განიცადა
შეკრებამ გვაჩვენა, თუ როგორი წარუმატებელია მათ მიერ საზოგადოებაში ხელოვნურად დათესილი პანიკები, – ასე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის“ თავმჯდომარემ, გურამ ადამაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გამართული საპროტესტო აქცია.
როგორც ადამაშვილმა „კვირას“ განუცხადა, დღევანდელი აქცია იყო იმის დასტური, რომ საზოგადოება ნელ-ნელა აცნობიერებს, თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმთან ასოცირდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„დღევანდელი შეკრება კიდევ ერთხელ იმის დასტური იყო, რომ საზოგადოება ნელ-ნელა აცნობიერებს, თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმთან ასოცირდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
მიმაჩნია, რომ მათი მოღვაწეობა, დღევანდელი მხარდამჭერების რაოდენობიდან გამომდინარე, სრული კრახისთვის არის განწირული“, – განაცხადა ადამაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას ანახა, თუ როგორ კარგავენ ისინი საკუთარ ამომრჩეველს და შესაბამისად, მათი რაოდენობა პარლამენტშიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.
„მოლოდინის რეჟიმი იმაზე მეტი ჰქონდათ ვიდრე თვითონ წარმოიდგენდნენ. მე ვფიქრობ, რომ დღეს თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ სრული ქაოსია“,- აღნიშნა გურამ ადამაშვილმა.