აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დახმარების მზადყოფნას – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ ისინი ზრუნავენ, უკრაინას ყველაფერი ჰქონდეს, რაც სჭირდება.

მისივე თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ ბოლო დროს გამართული დისკუსიები არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც აშშ-ის პოლიტიკის ან პოზიციის ცვლილება.

“ჩვენ ვიყავით და ვართ უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები. ჩვენ ვზრუნავთ ამ ადამიანებზე. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. პრეზიდენტი ტრამპი მკაფიოდ ლაპარაკობდა იმ მკვლელობის შესახებ, რაც მიმდინარეობს, რომ ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას”,- განაცხადა ბრიუსმა.

მისი თქმით, იარაღის მიწოდება უკრაინაში განახლდა და პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ არის ერთგული იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელებს თავდაცვის საშუალებები ჰქონდეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები