გურამ მაჭარაშვილი – საქართველოში თუ ვინმე ახდენს ევროპული ნიჰილიზმის შექმნას, ეს არის ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია
“საქართველოში თუ ვინმე ახდენს ევროპული ნიჰილიზმის შექმნას და ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფას, სამწუხაროდ, ეს არის სწორედ ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია თავისი გადაწყვეტილებებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია, “– ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად უგულებელყოფილია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, ეუთო/ოდირმა დაწერა დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს.
„აბსოლუტურად უგულებელყოფილია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, ეუთო/ოდირმა დაწერა დასკვნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს. მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს და ამავდროულად, გარდა სტრასბურგის სასამართლოსი, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თავისი ხუთთვიანი განხილვების დროს მორიგ ჯერზე კიდევ სწრაფად გადაატარა მთელი 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის დანაშაულებრივი სისტემა ქართულ საზოგადოებას და კიდევ მის გათავისუფლებას რომ ითხოვ, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას არავითარი ფასი აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი და ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგია, რა პრაგმატული ნაბიჯებიც გვაქვს, ეს შევინარჩუნოთ. მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადალაგება იმ ურთიერთობების, რომლის იმედიც გვაქვს. ეს ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, 8 ივლისს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით. ამასთან, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან. სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუციის პროექტი მოიცავს ახალი საპარლამენტო არჩევნების, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებას. რეზოლუციის პროექტში არის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მოწოდებაც.