ნაციონალური მოძრაობა” იმაზე უსუსურია, ვიდრე ნებისმიერი ხავსმოკიდებული წყალწაღებული“
პარტია „რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას ეხმიანება.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყოფილ სახელისუფლებო გუნდს აკრიტიკებს. ღლონტის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ნებისმიერ ხავსმოკიდებულ წყალწაღებულზე უსუსურია.
“მიხეილ სააკაშვილის გარეშე “ნაციონალური მოძრაობა” იმაზე უსუსურია, ვიდრე ნებისმიერი ხავსმოკიდებული წყალწაღებული. მე მსურს მოვუწოდო ექს ხელისუფლებას, რომ გვერდზე გადადოს ილუზორული ამბიციები და საზოგადოებას მისცეს მშვიდობიანი არსებობის საშუალება. რაც შეეხება ქმედუუნარო ხელისულებას, მათ საზოგადოება შეაფასებს ისე,რ როგორც დაიმსახურეს და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეიტანს“, – აცხადებს ირაკლი ღლონტი.