ბიძინა ივანიშვილი: 2008 წლის კატასტროფა იმის შედეგია, რომ სააკაშვილი შარვლიდან ხტებოდა

საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ჩვენი საერთო დამოკიდებულება უნდა იყოს ის, რომ მოვახერხოთ და ყველა მეზობელთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობები დავალაგოთ, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„ანექსიის გარღმავების პროცესი მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერ იმას, რაც შეუძლია. ეს ფაქტი სწორად უნდა შეაფასოთ, ისევე როგორც სამუშაო ადგილებთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით. ხელისუფლება, რაც შეუძლია და არ აკეთებს, იქ უნდა გააკრიტიკოთ. რაც არ შეუძლია, ამის კარგი მაგალითი გვაქვს ჩვენ: როცა არ შეეძლო და შარვლიდან ხტებოდა სააკაშვილი, 2008 წელს კატასტროფა მივიღეთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დღეს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რასაც შეუძლია და ცდილობს, აღნიშნული თემა, რაც შეიძლება წინ წამოწიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები