ბიძინა ივანიშვილი: შეიძლება დავით ნარმანია დღევანდელ მდგომარეობას ბოლომდე არ ერგება

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას ევროპული ტიპის მენეჯერი უწოდა. მან ასევე ნარმანიას მოუწოდა, რომ გაითვალისწინოს დღევანდელი რეალობა და თავისი მენეჯერული თვისებების მეტი ფორსირება მოხდინოს.
„შეიძლება ნარმანია ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ბოლომდე არ ერგება. მოვუწოდებ მას, რომ გაითვალისწინოს რეალობა და ცოტა მეტი ფორსირება თავისი მენეჯერული თვისებების, რომ ის იყოს სიმბოლო ახალი ტიპის განვითარების. სააკაშვილი 8-9 თვეში აშენებდა შენობებს და აგებდა გზებს, თუმცა შემდეგ ეს გზები ფუჭდებოდა. ეს იყო ეტალონი იმისა, რაც მომავალში არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ნარმანიას სტილი მომავალში იდეალური იქნება. როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, ის ევროპული ტიპის მენეჯერია.
“ნარმანიას ვთხოვდი, დააჩქაროს პროცესების განვითარება. საერთო ჯამში, არის კარგი სპეციალისტი და კარგი მენეჯერი”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, შეცდომები მომავალშიც იქნება, ევროპულ ქვეყნებში არც ერთი არ არის იდეალური დემოკრატია.
“კორუფციას ყველგან ნახავთ. არ არსებობს სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო მოხელეს კორუფცია არ ჩაუდენია. მე არ ვიცი, ასეთი სახელმწიფო. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ საქართველო ევროპული ქვეყნებისგან განსხვავდება. საშუალო მენეჯერებს “ნაციონალური მოძრაობის” დროსაც ებრძოდნენ, რამდენიმე კაცს ჰქონდა მხოლოდ უფლება, ძირითადი უნდა ასულიყო ზემოთ. პირამიდა ჰქონდათ აგებული და ასეთ კორუფციას აკეთებდნენ. შევარდნაძის დროს იყო ერთი ტიპის კორუფცია, სააკაშვილმა დააფუძნა სხვა სახის კორუფცია, რომელია უარესი, ანალიზი თქვენ გააკეთეთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვლმა.
მისივე განცხადებით, რაც ხდება და რაც მოხდა, არის ნორმალური პროცესი.
” გაგახსენებთ შს მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის ინციდენტს. ათასობით კადრი ჰქონდა გადაღებული “ნაციონალურ მოძრაობას”, ხვედელიძეს ერთ-ერთი კადრის გავრცელების შემდეგ მოუწია სამსახურის დატოვება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები