„უკრაინის ევროპული მომავლის გარეშე არც საქართველოს ევროპული მომავალი არსებობს“

  საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
მინისტრის თქმით, უკრაინის ევროპული მომავლის გარეშე არ არსებობს საქართველოს ევროპული მომავალი. წულუკიანის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული და ეროვნული მთლიანობა არის საქართველოს ეროვნული მთლიანობისთვის მნიშვნელოვანი.
“ჩვენთვის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არის ფასდაუდებელი ღირებულება. მათი ტერიტორიული და ეროვნული მთლიანობა არის ჩვენი ეროვნული მთლიანობისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანი, ამიტომ კომისარ ფულესთან თუ სხვა შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა არის უკრაინა. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს მოძმე ერს, რომლის ევროპული მომავლის გარეშე არ არსებობს საქართველოს ევროპული მომავალი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები