ჯანდაცვის სამინისტრო წლის განმავლობაში 300 ათასი ლარის დაზოგვას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო 300 ათასი ლარის დაზოგვას გეგმავს. რამდენადაც ცნობილი ხდება, თანხების დაზოგვა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად მოხდება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, საოზგადოებას ესმოდეს ის, რომ მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტისა, რომელიც 2.7 მილიარდი ლარია, მისი აბსოლუტური უმრავლესობა, არის სოციალური და ჯანდაცვის პროექტი. აქედან ადმინისტრაციული ხარჯი სულ შვიდი მილიონი ლარია. ჩვენ ამ ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ საწვავის ლიმიტებით დავზოგავთ 70 ათას ლარამდე და ასევე მე ვფიქრობ, ჯამურად, წლის განმავლობაში, სხვა დაზოგვებთან ერთად, ეს იქნება 300 ათასი ლარის ფარგლებში”,- განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები