კახი კალაძე: კანცელარია უცხოური დელეგაციების მიღებისთვის რემონტდება
კანცელარია უცხოური დელეგაციის ოფიციალურად მიღების გამო რემონტდება – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას ოპონენტების შეფასებას, რომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.
მისი თქმით, კანცელარიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს არც ერთი შეძენილი ნივთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის არ არის.
„რაც შეეხება ოპონენტების შეფასებას, რომ „ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა ცარიელი სიტყვებია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მანიპულაცია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ კანცელარიაში მიმდინარობს სარემონტო სამუშაოები. თითქოს ეს პრემიერ -მინისტრისთვის იყო პირადად შეძენილი, ეს სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. სარემონტო სამუშაოები იქ რომელიც მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში დასრულდება და ეს ყველაფერი კეთდება უცხოელი დელეგაციების ოფიციალურად მიღებისთვის“,- განაცხადა კახი კალაძემ.