საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები გადაიდო
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის გადადებას უკრაინაში განვითარებული მოვლენებით ხსნის და აცხადებს, რომ ვიზიტი არ გაუქმებულა. როგორც ვანო მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ვიზიტის თემები საქართველო ევროპასთან დაახლოების დაჩქარებულ ტემპები და რუსეთთან ურთიერთობის საკითხი, კონფლიქტური ზონები და მავთულხლართებთან დაკავშირებული პროცესები იქნება.