ლადო სადღობელაშვილი: გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა”

ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ლადო სადღობელაშვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სატელევიზიო ინტერვიუებით კი არ უნდა ჩნდებოდნენ ეკრანზე, არამედ ციხეში უნდა ისხდნენ.
“2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა „პოლიტიკური განკურნების“ იმედით თქვენ აგირჩიათ, ძვირფასო “ქართულო ოცნებავ”! გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოგიცხადათ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი შიდა მტრის თავიდან მოსაცილებლად, თქვენ ამ საკითხს არცთუ ისე გულით მოეკიდეთ. როგორც ხედავთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ “ 9 წლის განმავლობაში მოახერხა და როგორც მეტასტაზები, ისე მოედნენ მთელ საქართველოს… ამ ხალხმა უკვე საკმარისად დაგვიშავა და აღარ გვსურს კვლავ მივცეთ ამის საშუალება! ჩვენ „თავისუფალი თაობა“ სწორედ იმ ხალხს და იმ საზოგადოებას ვეკუთვნით, რომლებმაც წლები შეალიეს ამ ავსულებთან ბრძოლას და რომელთა დაბრუნებაც ჩვენ არ გვინდა. ამიტომ ახლაც „ნაციონალების“ პოლიტიკური დასამარებით ვართ დაკავებულნი! თქვენს გასაკეთებელს ხალხი თვითნებურად აკეთებს! მიზეზი კი ისაა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან გვპირდებით „ნაციონალების“ დამთავრებას, შემდეგ კოჰაბიტაციის დამთავრებას, ამ დაპირებებს ბოლო არ უჩანს, საქმე, მეგობრებო, საქმეს ვერ ვხედავთ! დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში და არა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში! ახლა ის მაინც ქენით, რომ ჩვენ სამართლიან მოთხოვნას – “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა” თუ ვერ გვისრულებთ, ჩვენს თვითნებურ შესრულებაში მაინც ნუ შეგვიშლით ხელს! ბოკერიას დავესხით თავს?! მელიას დავესხით თავს? ზუგდიდში „ნაციონალების“ ოფისი დავარბიეთ? თურმე ბავშვებს საშინელი დოკუმენტური ფილმი არ უნდა ენახათ?! მეგობრებო, ასე რამ დაგიბრმავათ თვალები? ვისი გეშინიათ – „რუსთავის 2“-ის თუ ელჩების? თუ გიგაურ-ლომჯარიების?! – იმ საშინელი დოკ.ფილმის ბოროტ და მოღალატე “მსახიობ-გმირებს” რომ უყურებენ ყოველდღე „რუსთავი 2“-ის “ საშუალებით, ეს არაა საშინელება და დანაშაული?! მიეცით უფლება მოსახლეობას, აკეთოს ის საქმე, რასაც ვერ აკეთებთ თქვენ, ან ყველაზე კარგი იქნება თუ თქვენვე გააკეთებდით! რაშიც ეჭვი მეპარება!
P.S. გაუმარჯოს საქართველოს და ქართველ ხალხს! სააკაშვილის, უგულავას, მერაბიშვილის, ბოკერიას, ახალაიების, თარგამაძისა და „ნაციონალების“ გარეშე!“- ნათქვამია სადღობელაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები