თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა მუშაობას ხვალიდან დაიწყებს
თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. თბილისის ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უმთავრესი პრიორიტეტი მისთვის თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა იქნება.
“ამის შემდეგ პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, იქნება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მომსახურებისა და სერვისების შეთავაზება, ნაკლები ბიუროკრატია და, შესაბამისად, ყველაფერი, რაც თანამოქალაქეებს სჭირდებათ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და სარეკრეაციო ზონის შექმნა იქნება. “ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ. პირველ რიგში, ეს არის სატრანსპორტი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის. არის მეორე მიმართულება – სარეკრეაციო ზონის განვითარება, რათა ცხოვრების პირობები უფრო მეტად ჯანსაღი იყოს. მესამე მიმართულება ეს არის ისეთი ცენტრის შენება თბილისში, რომელიც იქნება ახალგაზრდების მიზიდურობის ცენტრი როგორც სპორტის, ასევე განათლების და ყველა იმ მიმართულებით, სადაც ახალგაზრდობა საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს”, – განაცხადა ლექვინაძემ.