ფერეიდნელი ქართველების მიერ დადგმული ქართული ანბანის ძეგლი ირანის სპეცსამსახურებმა აიღეს

ირანის ქალაქ ფერეიდუნშახრიში იქ მცხოვრებ ქართველებს მათ მიერ დადგმული ქართული ანბანის ძეგლი დილით აღებული დახვდათ. ძეგლის გახსნას ადგილობრივი ქართველობა სრული შემადგენლობით ესწრებოდა. ძეგლის გახსნას თან სდევდა დიდი ზეიმი. როგორც ფერეიდნელმა ქართველმა ანდრო ნაგელიანმა განაცხადა, ძეგლი, ადგილობრივი ირანელების უკმაყოფილების მიუხედავად, დადგეს.
ნაგელიანის განცხადებით, ძეგლი ირანულმა სპეცსამსახურებმა მოხსნეს და ქალაქიდან გაიტანეს. მისი თქმით, ქალაქი სავსეა უშიშროების სამსახურის თანამშრომლებით და ჯარისკაცებით. „ასეთი რამ აქ 4 საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა“, – წერს ნაგელიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები