გუბაზ სანიკიძე ნინო გვენეტაძეზე: კოალიციურ რეჟიმში ვიმუშავებთ და საერთო გადაწყვეტილებას დავემორჩილებით
პარლამენტის ვიცე – სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის შესახებ ისაუბრა. სანიკიძის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი“ წარდგენილი კანდიდატის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი.
„ნინო გვენეტაძის მიმართ პოზიტიური განწყობა გვაქვს, თუმცა ამ საკითხზე, ბუნებრივია, კოალიციურ რეჟიმში ვიმუშავებთ და საერთო გადაწყვეტილებას დავემორჩილებით. პროცედურული საკითხებიც მნიშვნელოვანია. რომ ჩავარდეს ეს კანდიდატურა, მერე რა და როგორ იქნება, ვინ იცის. ამან შეიძლება სასამართლო სისტემის კრიზისამდეც მიგვიყვანოს“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.