“ირანთან სავიზო ურთიერთობების გაუქმება სწორი არ იყო”
როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საქართველო ორკარიან დერეფანს ემსგავსებოდა, რომელშიც, ვისაც უნდოდა, შედიოდა და ვისაც უნდოდა, გადიოდა, თუმცა სანიკიძის განცხადებით, ირანი საქართველოს მხარდამჭერი სახელმწიფოა და მასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება სწორი არ იყო.
„საქართველო ორკარიან დერეფანს ემსგავსებოდა, ვისაც უნდოდა, შემოდიოდა, ვისაც უნდოდა, გადიოდა. ის, რაც ხდება ჩვენს ჩრდილოეთში და სამხრეთში, ჩვენ გვავალდებულებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ, მაგრამ ირანთან გაუქმება სწორი არ იყო. ამით, პირველ რიგში, ჩვენს თანამემამულეებს შეექმნათ პრობლემა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომელიც შეიძლება ჩანაცვლდეს. ირანი ჩვენთვის სახიფათო ქვეყანა არ არის. მათი როლი რეგიონში ძალიან იზრდება. თუ დასავლეთი და ირანი მოილაპარაკებენ, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობების დალაგება მთლიანად შეცვლის რეგიონში მდგომარეობას. მე ვგეგმავ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას და ამ საკითხზე საუბარს, ვფიქრობ, რომ მოვაგვარებთ. ირანი არის ის ქვეყანა, რომელიც სტაბილურად მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ირანი დაინტერესებულია, რომ საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყოს“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.