საკრებულოში დღეს ინფრასტრუქტურის, გამწვანებისა და სპორტის საკითხები განიხილეს
საკრებულოში დღეს ინფრასტრუქტურის, გამწვანებისა და სპორტის საკითხები განიხილეს. თემატიკა, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ, გამწვანებისა და სპორტის სფეროებს მოიცავდა. მათ შორის, საუბარი იყო საკანალიზაციო, სანიაღვრე, სადრენაჟე და წყალსადენი ქსელების მოწყობაზე, ასევე გზების მოხრეშვაზე. ამასთან, რეაბილიტაციაზე, ინდივიდუალურ გაზიფიცირებაზე, გზების მოვლა – შეკეთებაზე, ავარიული სახლების და სხვა ნაგებობების გამაგრებაზე, ბაღებისა და სკვერების გამწვანება–კეთილმოწყობაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები, საბურთალოს, ჩუღურეთის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონებში უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.