ლადო სადღობელაშვილი: დააკავეთ ბოკერია და მამა-შვილი გაბაშვილები

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი მიიჩნევს, რომ გუშინ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების: გიგა ბოკერიას, გოკა გაბაშვილის და კოტე გაბაშვილის პროვოცირებული იყო. ამის შესახებ სადღობელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
„თუ მაკავებთ მე, დააკავეთ ბოკერია და მამა-შვილი გაბაშვილები, იმიტომ, რომ ამ პროვოკაციის სულისჩამდგმელი სწორედ ეს სამი პიროვნება იყო“, – განაცხადა სადღობელაშვილმა.
სადღობელაშვილს სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები