გარემოს დაცვის სამინისტროში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტზე იმსჯელეს. ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი დაესწრნენ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული ტექნიკური დავალება განიხილეს და ენერგოსექტორის განვითარების სცენარების სტრატეგიული გარემოსდაცვით და სოციალურ შეფასებაზე იმსჯელეს.
პროექტი მსოფლიო ბანკისა (WB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია საქართველოს მთავრობის დახმარება, ქვეყნის ენერგოსექტორის სტრატეგიული განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილია ენერგოსექტორის განვითარების სცენარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები