ვაკის რაიონის გამგებლად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

ვაკის რაიონის გამგებლად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე დაინიშნა. აბაშიძე აღნიშნულ თანამდებობაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარადგინა.
“2013-2014 წლებში ლაშა აბაშიძე იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, ხოლო მანამდე მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მას აქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი. ვაკის მოსახლეობას ეყოლება გამგებელი, რომლითაც იამაყებენ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები