საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას ყურადღება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის საკითხზე გაამახვილეს, შეხვედრისას ასევე აღინიშნა საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა. საუბარი რეგიონში არსებული ვითარებასაც შეეხო. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.