რას აპირებენ უსაფრთხოების სამსახურები „ნაციონალების“ 21 მარტის აქციისთვის?

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, 21 მარტის აქციაზე არაფერი განსაკიუთრებული არ მოხდება.
როგორც სესიაშვილი “ალიასთან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყნის უშიშროება ყველა მიმართულებით მუშაობს, ნებისმიერ ინფორმაციას, მედიით იქნება ეს გავრცელებული თუ სხვა საშუალებებით, გულდასმით ამოწმებს და ყველანაირი შესაძლო საფრთხის პრევენციას ახდენს.
“ვიდრე „ნაციონალები“ 21 მარტის აქციას დააანონსებდნენ, უშიშროება უკვე მუშაობდა ამ აქციის უსაფრთხოდ გამართვის, აქციაზე ხალხის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კონტროლდება. მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო, არაფერი განსაკუთრებული 21 მარტის აქციაზე არ მოხდება, „ნაციონალები“ ვერ გაბედავენ პროვოკაციების მოწყობას და თუ გაბედავენ, სათანადო პასუხსაც მიიღებენ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა სესიაშვილმა „ალიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები