გაზაფხულის დადგომასთან ერთად მანდილოსნები ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. ქალები ხომ ყველაზე დიდი მონდომებით და ხალისით მსხვერპლს საკუთარი გარეგნობისთვის იღებენ.
იწყება ბრძოლა ჭარბთმიანობასთან, ზამთრის ყინვისგან გამომშრალ და უფერულ კანტან, ჭარბ წონასთან და ასე შემდეგ… საზრუნავი ნამდვილად ბევრია. სეზონურ გამოწვევებს ყოველთვის ფეხს ფეხს უწყობს ergoline-lifestyle studio, რომელიც საკუთარ მომხმარებელს სეზონური ფასდაკლებებით მუდმივად ანებივრებს და საკუთარ გარეგნობაზე მზრუნველებს ამჯერად უკვე 60% ფასდაკლებას სთავაზობს.
„ერგოლაინმა“ მომხმარებელს 15 მარტამდე სოლარიუმის 280 -ლარიან აბონემენტს 160 ლარად სთავაზობს. 160 ლარიან აბონემენტს კი 15 მარტამდე 100 ლარად შეიძენთ. 160 ლარად შეძენილი აბონემენტი დასაწოლ სოლარიუმის აპარატზე 80-100 წუთამდე მომსახურებას, ხოლო სოლარიუმის დასადგომ აპარატზე 280 წუთ მომსახურებას გულისხმობს. გერმანულ ფირმა Ergoline-ს მსოფლიო სოლარიუმებს შორის წამყვანი ბრენდის სტატუსი აქვს. თბილისის სოლარიუმს გერმანიის მწარმოებელ ქარხნებთან პირდაპირი კავშირი აქვს.
„ჩვენთან მოდიან არა მხოლოდ რუჯის, არამედ საკუთარ თავზე ზრუნვის და მოვლის მოყვარულებიც. ათ წელზე მეტია ევროპული სტანდარტებით ვმუშაობთ. ჩვენთან ყველა ტიპის თანამედროვე აპარატი ტექნიკურად გამართულია. პირდაპირი კავშირი გვაქვს გერმანიის მწარმოებელ ქარხნებთან. აპარატურა მუდმივად წესრიგშია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტექნიკის ყველა საჭირო დეტალი დროულად, საჭიროების შესაბამისად იცვლება. ეს უზრუნველყოფს, რომ რუჯი მივიღოთ უსაფრთხოდ, ის იყოს ჯანსაღი და ოქროსფერი. ოზონის შრის დაბინძულების შედეგად მზე დღეს რადიაციულია, ხოლო სოლარიუმს გამოსხივება არ აქვს. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ფილტრები, რომელიც ყოველთვის დროულად იცვლება“, – განუცხადა „კვირას“ „ერგოლაინის“ წარმომადგენელმა სოფო აზნაურიშვილმა.
სოლარიუმის გარდა „ერგოლაინი“ მომხმარებელს ასევე რუჯის მიღების მეორე საშუალებას სთავაზობს, რომლის ეფექტიც ერთი კვირიდან ათ დღემდე გრძელდება. ამ ეფექტის მისაღებად კი უბრალოდ სხეულზე „სპრეის“ შეშხურებაა საჭირო. გარდა ოქროსფერი კანისა, ყურადღებას გარკვეულ ადგილებში ჭარბი თმაც მოითხოვს. ჭარბთმიანობის დასამარცხებლად „ერგოლაინი“ მომხმარებელს სხეულის ყველა ზონაზე თითქმის 60% ფასდაკლებას სთავაზობს.
„ჩვენთან ყველა ზონის ეპილაციას ფიქსირებული ფასი აქვს, თუმცა საგაზაფხულოდ ეს ფასები დაკლებულია და 60 % ფასდაკლებაა სხვადასხვა ზონებზე. ამისათვის უბრალოდ უნდა მოვიდეს მომხმარებელი ჩვენს ოფისში, აბაშიძის ქუჩა №22 -ში და შესაბამისი პროცედურა ჩაიტაროს, წინასწარ რაიმე სახის ფასდაკლების ვაუჩერის შეძენა საჭირო არ არის“,- აღნიშნა სოფო მაზმიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
Ergoline_lifestyle studio-ში, გარდა სოლარიუმისა და ეპილაციისა, შეგიძლიათ სხვა მომსახურებითაც ისარგებლოთ. ეს არის სარელაქსაციო, საკორექციო და ანტიცელულიტური მასაჟი. ასევე, ლიმფოდრენაჟი, რაც ორგანიზმს ათავისუფლებს შლაკებისგან. აქვე შეგიძლიათ მანიკურ–პედიკურის გაიკეთებაც. პედიკური კი კეთდება გერმანული მეთოდით, რაც გულისხმობს ელექტროქლიბს და პროცესი უმტკივნეულოა.