ავჭალაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა (ფოტომასალა)
ავჭალის დასახლებაში, ჩიქვანაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად კოტეჯის ტიპის სახლი სრულად დაიწვა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებლო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა კობალაძის თქმით, რომ არა სახანძრო-სამაშველო სამსახურების დროული რეაგირება, ხანძრის შედეგად ზარალი გაცილებიდ დიდი იქნებოდა, რადგან იყო საშიშროება ცეცხლს ახლომდებარე დევნილთა დასახლებამდეც მიეღწია.