ვინ ეძახის თეა წულუკიანს ზღარბს?
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ დედის შესახებ საუბრობს: „დედაჩემი ჩემი პირველი ნაცნობია დედამიწაზე. ბევრი მსხვერპლი გაიღო, მე და ჩემი ძმა წესიერი ადამიანები რომ გამოვსულიყავით. მის ამაგზე წიგნები დაიწერება. ბევრი იმუშავა, რომ ჩემში ქალისთვის მიუღებელი, ზედმეტად მეამბოხე ხასიათი მოეთელა… მისგან სულ მესმოდა: “ნუ დააბოტებ, შენ ხომ ქალი ხარ?!”, ან “გაგვიმართლა, კაცად რომ არ დაიბადე, თორემ ხომ ვისხდებოდით სულ ციხის კართან!” ახლა ასე აღარ ფიქრობს. მხოლოდ დროდადრო ზღარბს მეძახის, რაც არ მომწონს, მაგრამ… ადრე ცოტას მაქებდა კიდეც, ახლა მგონია, რომ უფრო მეტად ვეცოდები”…