სოსო მანჯავიძე ევროპელი ლიდერების ვიდეოზე: ხალხი სტრესის ქვეშ იყო რუსული დაბომბვების მოლოდინში და რა გასაკვირია, რომ კოკაინი ეყნოსათ? რუსეთთან ბრძოლა ყველაფერს ხსნის, იმასაც, თუ როგორ გარდააჭდეს ყელი ყელსა მაკრონმა და ზელენსკიმ

“არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო მაკრონის, ზელენსკის, მერცისა და სტარმერის ეპიზოდს.
რა ამბავი ატყდა?
ხალხი სტრესის ქვეშ იყო რუსული დაბომბვების მოლოდინში და რა გასაკვირია, რომ კოკაინი ეყნოსათ?”, – ამის შესახებ ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და კირ სტარმერის ვიდეოს, რომლებთანაც კიევში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები მოულოდნელად მივიდნენ.

მანჯავიძის განცხადებით, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი რომ “ასე გადაეფსკვნება” შენს ლიდერს, როგორც მაკრონი ზელენსკის, ეს დიდი ბედნიერებაა, თუნდაც ბომბები გცვიოდეს თავზე.

“არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო მაკრონის, ზელენსკის, მერცისა და სტარმერის ეპიზოდს.
რა ამბავი ატყდა?
ხალხი სტრესის ქვეშ იყო რუსული დაბომბვების მოლოდინში და რა გასაკვირია, რომ კოკაინი ეყნოსათ?
აი, პუტინს რომ შეეყნოსა მედვედევთან ერთად, ეგ სულ სხვა იქნებოდა, აგრესორია და იმიტომ!
გასაგებია?
რუსეთთან ბრძოლა ყველაფერს ხსნის, იმასაც, თუ როგორ გარდააჭდეს ყელი ყელსა მაკრონმა და ზელენსკიმ.
ეს ყველაფერი სტრესის მოსახსნელად ხდება.
და საერთოდ!
დემოკრატიული სამყაროს ლიდერი რომ ასე გადაეფსკვნება შენს ლიდერს, ამაზე მეტი ბედნიერება რა გინდა?
სულ რომ ბომბები გცვიოდეს თავზე, რა ბედენაა?
ასე გადაეხვევა მაკრონი ყაველაშვილს?
მეტი არაა ჩემი მტერი!
ევროპა მოგვტაცეს ხალხო!
რუსეთთან მებრძოლი თუა, დაე იყოს ნარკომანი, ლქბტქ+ ქმარი ცოლად ჰყავდეს, კონჩიტას სცემდეს თაყვანს, საერთოდ მიშისტი იყოს და აქუბარდიას სტუდიაში იჯდეს-ყველაფერი გამართლებულია.
აქუბარდიაზე გამახსენდა – იუნესკომ მისი სტუდია მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა და საქართველოს მთავრობას მისი კონსერვაცია მოსთხოვა რესპოდენტებთან ერთად.
ასეთივე წარმატებას მიაღწია დამოუკიდებელი საქართველოს თანმდევმა ხმამ, მარად მყვირალმა ინგამ – ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ და ხმამაღლა მყვირალ ჟურნალისტად ცნეს და მალე პრიზი-ოქროს ყრონტი გადაეცემა.
უდიდესი სტრატეგიული ნიჭით კვლავ გაიბრწყინა თავდგირიძემ – მან განჭვრიტა, რომ თურქეთი სამხრეთიდან და უკრაინა ჩრდილოეთიდან დაარტყამს რუსეთს, შემოიჭრებიან საქართველოში და ჭორვილას ციხეს მოადგებიან, სადაც ის და ბარბაქაძე შეუერთდებიან მყარფეხა ლეგიტიმაციასთან ერთად, რომელიც იქ უკვე სანგრებს თხრის თავის ანალისტებთან ერთად.
ამ ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ 9 მაისს ევროპის დღის მილოცვა უაღრესად შორსმჭვრეტელურ ნაბიჯად მოჩანს – მართალია , ხალხმა ვერ გაიგო, მაგრამ არაუშავს – მოვა დრო და გაიგებენ.
აქვე უნდა ითქვას, ,,მეგობარი აქტის” გამო მადლიერების გამოსახატავად შექმნილი წერილები მართლაც შედევრია.
რაღა ესენი და ნესტან-დარეჯანის წერილი საყვარლისა თანა მიწერილი.
გულჩათუთქულნი ელიან ახალ ავთანდილს, ტარიელსა და ფრიდონს რუსულ ქაჯეთის ციხეში გამომწყვდეულნი.
არა უშავს!
მალე მოვლენ ტარიელ ზელენსკი , ავთანდილ-მაკრონი და ფრიდონ სტარმერი, დალეწავენ მაგ რუსულ ქაჯეთის ციხეს და გამოიხსნიან ნესტან ევროპას!
ევროპამ სძლია რუსეთსა, არსება მისი გრძელია!” – წერს სოსო მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები