ედუარდ შევარდნაძე პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს აფასებს
საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ში ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები არ ჰქონია. „დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი მაღალი დონის შეხვედრები არ ჰქონია. შეიძლება, მეტიც ითქვას, ეს იყო უდიდესი პატივისცემის გამოხატვა და, რაც ყველაზე სასიხარულოა, როგორც მთელი ქვეყნის მიმართ. ისე პიროვნულად ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა – ასეთი განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი საქართველოს პრემიერის მიმართ, თანაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. არაფერს ვამბობ პრეზიდენტ ობამასთან და სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრაზე“, – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.