მიხეილ სააკაშვილი „ღირსების მარშს“ არ დაესწრება
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საერთშორისო საბჭოს ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს „ღირსების მარშს“ არ დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თხოვნით ვაშინგტონში, კონგრესში შეხვედრებაზე გაემგზვრა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დღეს „ღირსების მარში“ გაიმართება. რომელსაც სახვა სახელწიფო ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება. საქართველოს დელეგაციაში სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებიან.