„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი მოსამართლეები უნდა გათავისუფლდნენ“

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს სასამართლო რეფორმის გატარებას და ამ რეფორმის ფარგლებში საქართველოს წინა ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი მოსამართლეების სამსახურიდან გათავისუფლებას სთხოვს, – ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ადვოკატმა სასამართლო სისტემის ის უარყოფითი მხარეები ჩამოთვალა, რაც მისი თქმით, დაუყონებლივ შეცვლას საჭიროებს.
„სასამართლოს რეფორმა უნდა გატარდეს. პირველ რიგში უნდა იქნას პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული და უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ წინა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ მსახური მოსამართლეები დაკავებული თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწრაფი მართლმსაჯულება განხორციელდეს,საქმეები ასე არ უნდა იწელებოდეს და უნდა იყოს პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარის თანაბარი უფლებები. წინა წლებში პროკურატურა წყვეტდა რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასამართლოს, პროცესზე პროკურატურა დღემდე დომინანტია ხოლმე“, -განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები