იური ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის სახლი დაიწვა

იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვაჟა გიგოლაშვილის სახლს ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ცეცხლი სავარაუდოდ, სახურავიდან გავრცელდა მთელ სახლზე. როგორც გიგოლაშვილები ამბობენ, ხანძარი გაუამრთავმა საკვამურმა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევისას სახლში არავინ იმყოფებოდა.
ვაჟა გიგოლაშვილი პირველია, ვინც ყარაფილას სასაფლაოზე აფეთქების ხმა გაიგო და შემთხვევის ადგილზე მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები