ფინანსთა სამინისტროსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლემა შეხვედრა გამართეს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა 2008 წლის შემდგომ გაჩერებული მშენებლობებისთვის დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებზე სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტსა და იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებზე იმსჯელეს, რომლებიც სამშენებლო კომპანიებს საშუალებას მისცემს მშენებლობები დაასრულონ და მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულონ.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შემოთავაზებული საგადასახადო შეღავათები სწორედ დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის წესდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დაესწრნენ.