გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ხვალ უკრაინაში მიემგზავრება, საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, უმცირესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან.

მარგველაშვილის განცხადებითვე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ის მანდატია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს. „დელეგაციაშიც სწორედ ამ აქცენტით ვიქნებით გაერთიანებული. დელეგაციაში ასევე, იქნება წარმოდგენილი აღმასრულებელი შტო. მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი ვიზიტით ვაჩვენოთ, რომ უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერა არც ერთი პოლიტიკური პარტიის და ლიდერის მხარდაჭერა არ არის, არამედ ის მთელი მსოფლიოსა და უკრაინელების მიმართ, ქართველი ხალხის ნათელი გზავნილია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები