დავით ნარმანია თბილისის მერიაში გაცემულ პრემიებს გამოეხმაურა

წინა ხელისუფლების დროს თანამშრომლების სახელფასო დანამატები და პრემიები ჯამში მეტი იყო, ვიდრე ჩვენი მმართველობის დროს, – აღნიშნული განცხადებით, თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის მიერ გამოქვეყნებულ სახელფასო დანამატებსა და პრემიების ცხრილს გამოეხმაურა.
“მათ მიერ აღებული შრომის ანაზღაურება და დანამატები, ჯამში, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი მმართველობის პირობებში გაიცემა. ამით ჩვენ პასუხი გავეცით ამ დაუსრულებელ მანიპულირებას და საზოგადოებას მივაწოდეთ ღიად და გამჭვირვალედ, თუ როგორი იყო და როგორია დღეს თბილისის მერიის სისტემაში დანამატების გაცემის სისტემა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიამ ძველი და ახალი თანამშრომლების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების ცხრილი გუშინ გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები