პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრები დაამტკიცა

პარლამენტმა კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კომუნიკაციის კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მხარი გიორგი ფრუიძის, მერაბ ქათამაძისა და ელისო ასანიძის კანდიდატურებს დაუჭირეს.
მათ კენჭისყრის დროს ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს და, შესაბამისად, ისინი ამ თანამდებობაზე აირჩიეს.
პარლამენტს აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” დახურულ სხდომაზეც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები