დეპუტატები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ
დღეს დეპუტატები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ. ინიციტივა საეთერო დროში სარეკლამო ჭრების რაოდენობის განსაზღვრას ეხება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, 1 საათში რეკლამას მხოლოდ 12 -წუთიანი მონაკვეთი ეთმობა.
საპარლამენტო უმრავლესობა კანონის დადებით მხარეებზე ამახილებს ყურადღებას და მიანიშნებს, რომ ახალი რეგულაცია მაყურებელზე იქნება ორიენტირებული.
თუმცა, საპარლამენტო უმცირესობას ახალ რეგულაციასთან მთელი რიგი შენიშვნები აქვს.