ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგიონში არსებული ვითარება, საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, შიდა და საგარეო საფრთხეები განიხილეს.
სხდომას, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ესწრებოდნენ.